მოურინიო მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ოთხეულში შესვლა შეუძლია
მოურინიო მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ოთხეულში შესვლა შეუძლია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედს გამოთქვამს, რომ მისი გუნდი, დეკემბრის ბოლოსთვის, სატურნირო ცხრილის პირველ ოთხეულში შევა. „იუნაიტედი“ ამჟამად მერვე ადგილზეა და შვიდი ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას.

„ვიცი, რომ ეს საკმაოდ დიდი სხვაობაა, მაგრამ ასევე ვიცი, რომ დეკემბრის ბოლომდე კიდევ რვა მატჩი გვაქვს დარჩენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საუბარია 24 ქულაზე. მჯერა, რომ ოთხეულში ვიქნებით“, – აცხადებს მოურინიო.

უახლოეს მატჩს „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღეს, საკუთარ მოედანზე, „კრისტალ პალასთან“ გამართავს.

მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.