მოურინიო - მედალი მეკუთვნის, ბოლო ხუთ მატჩში 13 ქულა მოვიპოვეთ
მოურინიო - მედალი მეკუთვნის, ბოლო ხუთ მატჩში 13 ქულა მოვიპოვეთ

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა, რომ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილის დაკავებისთვის აკრიტიკებენ.

„გუნდი ჩავიბარე მაშინ, როცა პრემიერლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფებოდა, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Evening Standard. – ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე 11 პუნქტი იყო გასავლელი. მოდით და ქულებით დავთვალოთ ჩემი მოსვლიდან, როგორი გზა გავიარეთ.

თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე-14 ადგილიდან მეოთხეზე ასვლა ცუდი შედეგია, ეს თქვენი ნებაა, მე კი ასე არ ვფიქრობ. ბოლო პერიოდში კი ნამდვილი ჩემპიონი ვარ, რადგან უკანასკნელ ხუთ მატჩში 13 ქულა მოვიპოვეთ“, – ამბობს „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი.

დატოვე კომენტარი