მოურინიო მანჩესტერში დაბრუნდა და თავის ყოფილ გუნდთან დამარცხდა
მოურინიო მანჩესტერში დაბრუნდა და თავის ყოფილ გუნდთან დამარცხდა

ჟოზე მოურინიო კიდევ ერთხელ დაბრუნდა თავისი ყოფილი გუნდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ საშინაო არენაზე და 1-2 დამარცხდა.

პორტუგალიელის ახალმა გუნდმა, ლონდონის „ტოტენჰემმა“, მატჩის მეექვსე წუთზევე გაუშვა გოლი (რეშფორდი), თუმცა ტაიმის მიწურულს გათანაბრება მოახერხა (ალი).

მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმის დებიუტში რეშფორდმა პენალტით დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ მოურინიოსთვის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ეს მესამე მატჩი და პირველი მარცხი იყო. წინა ორ მატჩში ლონდონელებმა თანაქალაქელი „ვესტ ჰემი“ და „ბორნმუთი“ ერთნაირი ანგარიშით, 3-2 დაამარცხეს.