მოურინიო - „მანჩესტერი“ ჩემპიონი ვერ გახდება, მაგრამ კარგი სეზონი ექნება
მოურინიო - „მანჩესტერი“ ჩემპიონი ვერ გახდება, მაგრამ კარგი სეზონი ექნება

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ახლად დაწყებულ ინგლისის ჩემპიონატში „მანჩესტერ იუნაიტედის“ შანსებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ პირველ ტურში „ჩელსი“ ანგარიშით 4:0 გაანადგურეს.

„ეს ბრწყინვალე შედეგია“, – ციტირებს „სკაი სპორტსი“ (Sky Sports) მაურინიოს. – „თუმცა, მე ჩემს აზრზე დავრჩები და ვიტყვი, რომ „მანჩესტერი“ პრემიერლიგის ჩემპიონი ვერ გახდება, მაგრამ წესით კარგი სეზონი უნდა გამოუვიდეს. მაგუაიერმა მატჩის საუკეთესო მოთამაშის სახელი დაიმსახურა. ის ძალიან საიმედო იყო. მომეწონა მცველი ვიქტორ ლინდელეფიც. მას და მაგუაიერს შეუძლიათ, კარგი მეწყვილეები გახდნენ“.