მოურინიო კრიშტიანო რონალდოს „ფენერბახჩეში“ ეძახის #1TVSPORT
მოურინიო კრიშტიანო რონალდოს „ფენერბახჩეში“ ეძახის #1TVSPORT

ბრიტანული გაზეთის, The Sun-ის ინფორმაციით, „ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაინტერესებულია იმით, რომ საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო თურქულ კლუბში გადაიბიროს. მწვრთნელს უკვე ჰქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი თანამემამულესთან.

ამავდროულად, „ფენერბახჩეს“ საფეხბურთო ოპერაციების ხელმძღვანელმა, მარიო ბრანკომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები რონალდოს აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან, რომელიც მოურინიოს ინტერესებსაც წარმოადგენს. კრიშტიანოს მოქმედი კონტრაქტი „ალ-ნასრთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მოურინიო და კრიშტიანო რონალდო 2010-13 წლებში თანამშრომლობდნენ მადრიდის „რეალში“.