მოურინიო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისე გახდა
მოურინიო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისე გახდა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოხალისის სტატუსით ჩაება ყოველდღიურ საქმიანობაში კლუბის საშინაო სტადიონზე.

პირველ დღეს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა პროდუქტები მიიტანა საკვების განაწილების ცენტრში, რომელიც პირდაპირ „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზეა“ გახსნილი. „ტოტენჰემის“ სტადიონი მთლიანად დაეთმო ექიმებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან.

აღვნიშნავთ, რომ 57 წლის მოურინიო მარტში საკუთარი ავტომობილით საკვებს ურიგებდა COVID-19-ით დაზარალებულებს.