„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კონფერენს ლიგის ჩემპიონობას გეგმავს.
„1997 წელს „ბარსელონასთან“ ერთად თასების მფლობელთა თასი მოვიგე, მაშინ ასისტენტად ვმუშაობდი, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Football Italia. – ახლა მსურს, რომ კონფერენს ლიგაზე გავიმარჯვოთ. ამასთანავე, ჩვენ სამივე ტურნირის მოგებაც გვსურს, სადაც ვმონაწილეობთ – ჩემპიონატი, თასი და კონფერენს ლიგა.
ახლა კონფერენს ლიგის მოგებიდან ჯერ შორს ვართ და ჩვენი პირველი ნაბიჯი ჯგუფში გამარჯვება იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 16 სექტემბერს კონფერენს ლიგაზე რომაელები სოფიას CSKA-ს მასპინძლობენ.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული