მოურინიო - კასილიასი ფარულად დამიპირისპირდა
მოურინიო - კასილიასი ფარულად დამიპირისპირდა

როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში გუნდის მაშინდელი მეკარე იკერ კასილიასი მას ფარულად დაუპირისპირდა. განცხადება მოურინიომ კასილიასის ინტერვიუს საპასუხოდ გააკეთა: ესპანეთის ტელევიზიასთან საუბრისას, მადრიდელთა ყოფილმა მეკარემ, რომელიც ამჟამად პორტუგალიურ „პორტუში“ გამოდის, განაცხადა, რომ 2012-13 წლების სეზონში მეტი პრინციპულობის გამოჩენა მართებდა და არ უნდა მორიდებოდა მწვრთნელთან დაპირისპირებას.

„ამ სიტყვების ავტორი ის ადამიანია, რომელიც კარიერას უკვე ასრულებს“, – აცხადებს მოურინიო, – „რაც შეეხება ჩემზე ნათქვამ სიტყვებს, ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ არასდროს დამპირისპირებია. დიახ, ის დამიპირისპირდა და ეს იმ მეთოდით გააკეთა, რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის – ფარულად“.