მოურინიო - იტალიის ნაკრებში ახალგაზრდობისა და გამოცდილების იდეალური სინთეზია #1TVSPORT
მოურინიო - იტალიის ნაკრებში ახალგაზრდობისა და გამოცდილების იდეალური სინთეზია #1TVSPORT

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ იტალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ „სკუდრა აძურამ“ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფიფა-ს რეიტინგის ლიდერი, ბელგიის ეროვნული გუნდი დაამარცხა (1:2) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

„იტალიელები მხოლოდ ევრო 2020-ზე არ ასპარეზობენ კარგად, არამედ დიდი ხანია, შესანიშნავად თამაშობენ. ახალგაზრდობისა და გამოცდილების სინთეზი გუნდში იდეალურია. მათ „ნოუ ჰაუ“ აქვთ. ბონუჩისა და კიელინის შეუძლიათ თვალახვეულებმა ითამაშონ“, – ციტირებს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სიტყვებს Talk Sport.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა იტალიასა და ესპანეთს შორის 6 ივლისს გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.