მოურინიო - ისინი ჩემს ოჯახს შეეხნენ და რეაქცია შესაბამისი მქონდა
მოურინიო - ისინი ჩემს ოჯახს შეეხნენ და რეაქცია შესაბამისი მქონდა

„იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიო მინდორზე გავიდა, მაყურებლებისკენ მიბრუნებულმა კი ხელი ყურთან მიიტანა, რამაც „იუვენტუსის“ ფეხბურთელების და გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა ეშლი იანგის, არბიტრისა და ასისტენტების დახმარებით, მოურინიომ მოედანი უსაფრთხოდ დატოვა.

„არავისთვის შეურაცყოფის მიყენება არ მიფიქრია, უბრალოდ მივანიშნე „იუვენტუსის“ ფანებს, რომ მათი ხმა არ მესმოდა. ალბათ ცოტა ზედმეტი მომივიდა, ცივი გონებით ამას არც გავაკეთებდი, მაგრამ ისინი ჩემს ოჯახს, მათ შორის „ინტერს“ შეეხნენ და ამიტომაც მქონდა ასეთი რეაქცია“ – განაცხადა მოურინიომ.

მსგავსი ფაქტი „ოლდ ტრაფორდზეც“ დაფიქსირდა, როდესაც პორტუგალიელმა თავკაცმა იტალიელი ქომაგების შეურაცხყოფას სამი თითის ჩვენებით უპასუხა. ამით მოურინიომ „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს 2010 წელს, „ინტერის“ მწვრთნელობისას შესრულებული „ტრებლი“ შეახსენა, როდესაც მილანურმა გუნდმა ერთ სეზონში სამი ტიტული – სერია ა, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.