მოურინიო - ისეთ კლუბში ვიმუშავებ, სადაც შიდა კონფლიქტი არ არის
მოურინიო - ისეთ კლუბში ვიმუშავებ, სადაც შიდა კონფლიქტი არ არის

ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მხოლოდ ისეთ კლუბში იმუშავებს, სადაც შიდა კონფლიქტი არ არის. გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, პორტუგალიელი უმუშევარია და აცხადებს, რომ ერთ შეთავაზებაზე უკვე უარი განაცხადა.

„შიდა კონფლიქტი არ მჭირდება“, – უთხრა 56 წლის სპეციალისტმა ბრიტანულ გაზეთ ტელეგრაფს (Telegraph), – „მე მჭირდება შიდა ურთიერთგაგება. მე ვიმუშავებ ისეთ კლუბში, სადაც ესმით, რომ არსებობს კონკრეტული სტრუქტურა. კარიერის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა გარემოებაში მიმუშავია. წარმატება მხოლოდ სტრუქტურის არსებობის გამო კი არა, არამედ ამ სტრუქტურაში ურთიერთგაგების გამო მოდის“.

ჟოზე მოურინიომ პირველად სახელი პორტუში მუშაობით გაითქვა, როდესაც გუნდს ჯერ ევროპა ლიგა (2003), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა (2004) მოაგებინა.

ამის შემდეგ ის ჩელსის, ინტერ მილანს, რეალ მადრიდსა და მანჩესტერ იუნაიტედს ედგა სათავეში.

ჟოზე მოურინიო ორგზის პორტუგალიის (პორტუ), სამგზის ინგლისის (ჩელსი), ორგზის იტალიისა (ინტერი) და ერთხელ ესპანეთის (რეალ მადრიდი) ჩემპიონია.

გარდა ამისა, მის სამწვრთნელო ტიტულებს შორისაა ორჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგისა (პორტუ, ინტერი) და ორჯერ ევროპა ლიგის (პორტუ, მანჩესტერ იუნაიტედი) მოგება.