პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, თუ რომელი გუნდები გააღწევენ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე.
„ყველანი ლაპარაკობენ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის მომავალ დაპირისპირებაზე, მაგრამ მირჩევნია ვახსენო იუვენტუსი ბარსელონას წინააღმდეგ. ვიცი, რომ ყველა აქცევს ყურადღებას ცალკეულ პიროვნებებს, მაგრამ როგორც მწვრთნელს, ფეხბურთი სპორტის გუნდურ სახეობად მიმაჩნია.
ბარსელონა და იუვენტუსი ფინალში გასვლის მთავარი პრეტენდენტები არიან. მაგრამ ასევე მივაქცევ ყურადღებას ინგლისურ კლუბებს, კიდევ აიაქსსა და პორტუს.
ბარსელონა და იუვენტუსი ფლობენ გამოცდილ, ნიჭიერ და განსაკუთრებულ მოთამაშეებს. ჩვეულებრივ, როცა გუნდში განსაკუთრებული ფეხბურთელი თამაშობს, ის საუკეთესო ხდება“, – განაცხადა მოურინიომ.