მოურინიო ევროთასებზე ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT

11:13, 22.06.2023
ROME, ITALY - MAY 06: Jose Mourinho Head Coach of AS Roma looks on prior to the Serie A match between AS Roma and FC Internazionale at Stadio Olimpico on May 6, 2023 in Rome, Italy. (Photo by Matteo Ciambelli/DeFodi Images via Getty Images)

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ევროთასებზე ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

სასჯელის მიზეზია ის, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯს ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ „სევილიასთან“ მატჩის დასრულებისთანავე მოურინიო „პუშკას არენის“ სტადიონის პარკინგზე დაუდარაჯდა ინგლისელ არბიტრს, ენტონი ტეილორს და ასეთი სიტყვებით მიმართა მას: „რა სირცხვილია, სამარცხვინო ხართ“.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მსაჯი ესპანელი იყო და დაამატა: „იმედია, ეს მსაჯი დარჩება ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც დაკავებული იქნება ამ სისულელეებით და ჩვენ დაგვანებებს თავს ევროპის ლიგაზე“.

აღვნიშნავთ, რომ „რომას“ ფანები ტეილორსა და მისი ოჯახის წევრებს აეროპორტში დაესხნენ თავს და სკამი ესროლეს მათ.

მსგავსი