მოურინიო: დე ხეა უხეშად შეცდა და ეს თავადაც მშვენივრად იცის
მოურინიო: დე ხეა უხეშად შეცდა და ეს თავადაც მშვენივრად იცის

მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გამართულ გუშინელ მატჩს აფასებს. მოუს თქმით, ესპანეთიოს კარში გატანილი მეორე გოლი მეკარის უხეში შცდომა იყო.

‘ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამის თქმა, რადგან დე ხეა ძალიან მიყვარს, მაგრამ მანაც მშვენივრად იცის, რომ ეს ძალიან უხეში შცდომა იყო. მანჩესტერში ასეთი შეცდომა არ მოსვლია და სეზონის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა ფანტასტიკური თამაშის გამო. თუმცა, ასეთი შეცდომები საუკეთესოებსაც მოსდით და რიგითი მოთამაშეებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ამას მალე ივიწყებენ და მომდევნო თამაშს ისევ მაღალ დონეზე ატარებენ’, – თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, გუშინ გამართული მატჩი პორტუგალიასა და ესპანეთს შორის ფრედ, 3-3 დასრულდა.

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!