მოურინიო „არსენალის“ დირექტორს შეხვდა
მოურინიო „არსენალის“ დირექტორს შეხვდა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ ლონდონის „არსენალის“ დირექტორთან რაულ სანლეჰისთან საქმიანი შეხვედრა გამართა, – დაწერა გაზეთმა „სანდი თაიმსმა“.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის ამჟამინდელი დამრიგებლის უნაი ემერის მუშაობით და აპირებს ესპანელ სპეციალისტს უახლოეს დროში გამოეთხოვოს. აღნიშნავენ, რომ „არსენალში“ სურთ იხილონ ისეთი მწვრთნელი, რომელსაც პრემიერლიგის კლუბებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

იტყობინებიან, რომ შეხვედრის დროს, მოურინიომ გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობისა და შემადგენლობის შესახებ საკუთარი ხედვები გააცნო „არსენალის“ დირექტორს, რითაც სანლეჰიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ადრე დაიწერა, რომ მოურინიო დაინტერესებულია ლონდონის „არსენალში“ მუშაობით და ღიაა ინგლისური კლუბის მხრიდან შეთავაზების მისაღებად.