მოურინიო - ანიელის ზედიზედ 10 სკუდეტოს მოგება სურს
მოურინიო - ანიელის ზედიზედ 10 სკუდეტოს მოგება სურს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ანდრეა ანიელის 10-ჯერ ზედიზედ სურს სკუდეტოს მოგება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა „იუვენტუსის“ პრეზიდენტთან საუბარი გაასაჯაროვა.

„ანიელის გასახდელში შევხვდი და ვუსურვე ზედიზედ მერვე სკუდეტოს მოგება. ანდრეამ მიპასუხა, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და მინიმუმ ზედიზედ 10-ჯერ მოგებას გეგმავენ. გარდა ამისა, მიზანია იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. „ტრიპლეტი“ წელს თუ არ შედგება, მაშინ მომდევნო წელს გვექნება შანსი. ასეთი მიდგომა მომწონს“, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს „ტუტოსპორტი“ (Tuttosport).

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ გასულ კვირაში ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერი“ პაულო დიბალას გოლით წყალობით დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაში პრაქტიკულად გაინაღდა.