შვედეთმა მექსიკა დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

დასრულდა მორიგი მატჩები მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე. ქალაქ ეკატერინბურგის არენაზე ერთმანეთს შვედეთისა და მექსიკის გუნდები დაუპირისპირდნენ. მექსიკას ამ თამაშამდე 6 ქულა ჰქონდა და მერვედფინალში გასასვლელად ფრეც აძლევდა ხელს, შვედეთს კი აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდა.

პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა, მეორეში კი შვედებმა ზეწოლა გააძლიერეს და მალე შედეგსაც მიაღწიეს: აუგუსტინსონი ბურთს მეტოქის კარის შორეულ კუთხესთან ჩაუსაფრდა და თანაგუნდელის ფეხიდან ასხლეტილი ბურთი ძლიერი დარტყმით გადაგზავნა მექსიკელთა კარში. ამის შემდეგ მექსიკელები ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწიეს, მაგრამ რამდენიმე წუთში მეორე გოლიც მიიღეს. საჯარიმოში წესების დარღვევისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა და შვედების კაპიტანმა ანდრეას გრანკვისტმა ოჩოას შანსი არ დაუტოვა 0-2.

ამ გოლს ევროპელებმა კიდევ ერთი დაუმატეს, რომელიც მექსიკელმა ედსონ ალვარესმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

0-3 და წესით მექსიკა ჩემპიონატს უნდა გამოთიშვოდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა პარალელურ მატჩში, სადაც სამხრეთ კორეის ნაკრებმა მოქმედ ჩემპიონ გერმანიას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, მსაჯის მიერ დამატებული 6 წუთის მანძილზე კი ორი გოლი გაუტანა და 2-0 დაამარცხა.

შედეგად, მერვედფინალში შვედეთი და მექსიკა გავიდნენ.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!