მოულოდნელი ამბავი პანდემიის ფონზე - „საბურთალოს“ ჯამური ფასი გაიზარდა და გუნდმა სპონსორი შეინარჩუნა
მოულოდნელი ამბავი პანდემიის ფონზე - „საბურთალოს“ ჯამური ფასი გაიზარდა და გუნდმა სპონსორი შეინარჩუნა

იმ დროს, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ მსოფლიოში ფეხბურთელთა სატრანსფერო ჯამური ღირებულება 9.22 მილიარდი ევროთი ჩამოაფასა, საქართველოში უცნაური ფაქტი მოხდა – ქვეყნის სუპერთასის მფლობელი „საბურთალო“ ალბათ მთელს მსოფლიოში ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის მოთამაშეთა ჯამური ფასიც გაიზარდა.

ტრანსფერმარკტმა“ კორონავირუსის პანდემიის გამო მოთამაშეთა ჯამური ფასი რომ შეცვალა, ეს ეროვნული ლიგის გუნდებზეც აისახა – ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ჯამური ფასი ამით თითქმის 2 მილიონით შემცირდა.

კლება არ შეხებია „ლოკომოტივს“, „თელავსა“ და საჩხერეს „ჩიხურას“, ხოლო „საბურთალოს“ მაჩვენებელი 5,55 მილიონი ევროდან ოდნავ, მაგრამ მაინც გაიზარდა და 5,6 მილიონი გახდა.

ამავე დროს, გუნდისთვის კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა – იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში გუნდები სპონსორებს კარგავენ, „საბურთალომ“ ძველი პარტნიორი შეინარჩუნა. გუნდის ცნობით, ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიასთან, რომელიც უკვე მეშვიდე წელია გუნდის ერთგული პარტნიორია, თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

ელიგის“ გუნდების ჯამური ფასი:

თბილისის დინამო 7.88

საბურთალო 5.60

ბათუმის დინამო 5.58

ლოკომოტივი 3.98

გორის დილა 3.50

სამტრედია 3.43

ქუთაისის ტორპედო 3.38

თელავი 2.73

საჩხერეს ჩიხურა 2.33

თბილისის მერანი 2.18

ჯამური ფასი 40,55 (იყო 42,2)