მოცურავემ ოქროს მედალი უცნობ გულშემატკივარს აჩუქა [ვიდეო]
მოცურავემ ოქროს მედალი უცნობ გულშემატკივარს აჩუქა [ვიდეო]

ევროპის ჩემპიონატზე ცურვაში ბრიტანელმა ადამ პიტმა ოქროს მედალი მოიპოვა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პიტი გულშემატკივრებთან მივიდა და რამდენიმე ავტოგრაფი დაარიგა.

სპორტსმენმა ყველასთვის მოულოდნელად მედალი მოიხსნა, მასზე ავტოგრაფი გააკეთა და უცნობ გოგონას გადასცა.

ბრიტანელმა ადამ პიტმა ჩემპიონატზე არამხოლოდ გააჩუქა მედალი, არამედ რეკორდი დაამყარა. მან მანძილი 55.94 წამში გადაცურა.

ცნობისათვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მოცურავემ მედალი უცნობს აჩუქა. ბუდაპეშტში ტურნირზე მან მოგებული ჯილდო ასევე უცნობ გულშემატკივარს გადასცა.

ადამ პიტი მრავალგზის მსოლფიო და ევროპის ჩემპიონია, ის არის ასევე ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.