მოთხილამურე ლინდსი ვონი ოლიმპიური სწრაფდაშვებისას მძიმედ დაშავდა #1TVSPORT
მოთხილამურე ლინდსი ვონი ოლიმპიური სწრაფდაშვებისას მძიმედ დაშავდა #1TVSPORT

ამერიკელი სამთხო მოთხილამურე, ოლიმპიური ჩემპიონი ლინდსი ვონი მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სწრაფდაშვებისას მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

41 წლის ამერიკელი სპორტსმენი ოლიმპიადაზე ტრავმირებული ასპარეზობდა. მან მუხლი მძიმედ დაიზიანა იანვარში, შვეიცარიაში, სუპერგიგანტზე გამოსვლისას, თუმცა მაინც გადაწყვიტა, ოლიმპიურ თამაშებზე გამოსულიყო.

თავისთვის ბოლო ოლიმპიადაზე ვონი დაშვებიდან რამდენიმე წამში დროშას გამოედო და ჰაერში რამდენიმე ბრუნის შემდეგ დაეცა.

ამერიკელი სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი 2010 წელს ვანკუვერში გახდა.