მოსკოვში სინძო აბესა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
მოსკოვში სინძო აბესა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

იაპონიასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების საკითხებზე მოსკოვში სინძო აბესა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

შეხვედრის დაწყებისას, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მოლაპარაკებების მიზანი ორმხრივ და საერთაშირისო საკითხებზე მოსაზრებების გულწრფელი გაცვლა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაა.

იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, იაპონია-რუსეთის ურთიერთობებში 2018 წელი გარდამტეხი იყო და კავშირების გასაძლიერებლად ტოკიო ძალისხმევას არ დაიშურებს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა იაპონელ კოლეგას მოსკოვში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხშირი შეხვედრები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობას აჩენს.

ეს იაპონიისა და რუსეთის ლიდერების  უკვე 25-ე შეხვედრაა.

დატოვე კომენტარი