მოსკოვში კვარაცხელიას სტვენით დახვდნენ - ქართველის ღირსეული შურისძიება
მოსკოვში კვარაცხელიას სტვენით დახვდნენ - ქართველის ღირსეული შურისძიება

ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ყაზანის „რუბინის“ ფორმით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში, მოსკოვში, „ლოკომოტივთან“ გასვლით თამაშში თავი გოლით გამოიჩინა, მეტოქე გუნდის გულშემატკივრები სტვენით დახვდნენ. ინფორმაციას რუსული გამოცემა „სპორტ ექსპრესი“ ავრცელებს.

18 წლის ქართველი თავდამსხმელი ყაზანის „რუბინში“ სწორედ „ლოკომოტივიდან“ გადავიდა, რამაც რუსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ხოლო მის ყოფილ კლუბში – დიდი უკმაყოფილება. თუმცა, ყოფილი კლუბის მიმართ პატივისცემის ნიშნად, კვარაცხელიამ გოლი არ აღნიშნა.

„მოსკოვში „ლოკომოტივი“ და „რუბინი“ პრემიერლიგის პირველ ტურში დაზავდნენ, ანგარიშით 1:1. ყაზანელებიდან გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც „ლოკომოტივში“ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა. ტრიბუნები მას მოედანზე გასვლის დროს მძლავრი სტვენით დახვდნენ. ვინ იცის, შესაძლოა, ეს დამატებითი მოტივაცია იყო ქართველისთვის, რომელმაც შურისძიება გოლით შეძლო. ხვიჩას გოლის ხარჯზე, „რუბინმა“ მოსკოვიდან ქულა წაიღო. ტრიბუნებიდან სტვენა კვარაცხელიას გოლის შემდეგაც წამოვიდა. ქართველმა კი მხოლოდ ხელები ასწია“, – წერს რუსული გამოცემა.