მოსკოვში ძლიერი ქარის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
მოსკოვში ძლიერი ქარის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

მოსკოვში, ძლიერი ქარის შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებს ქარისგან წაქცეული ხეები დაეცათ.

დაშავებულთაგან ხუთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთმა დაშავებულმა მამაკაცმა კუზმინკის პარკში ხის დაცემის შედეგად თავის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით არის მოთავსებული.

სტიქიამ რამდენიმე ავტომობილიც დააზიანა.

სინოპტიკოსები მოსკოვში მომდევნო დღეებში უხვ ნალექს პროგნოზირებენ. მოსალოდნელია 20 მილიმეტრამდე ნალექი, რაც 10 დღის ნორმას შეესაბამება.