მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობდნენ, დაიღუპა ერთი ადამიანი

00:21, 10.05.2020

მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოდან 295 ადამიანია ევაკუირებული.

მედიის ცნობით, გარდაიცვალა ერთი პაციენტი ქალი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა.

მსგავსი