მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა
მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა. აქციის ორგანიზატორთა მონაცემებით, დემონსტრაციაში 22 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მოსკოვის პოლიციის შეფასებით კი, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 10,5 ათასს შეადგენდა.

მარშის მონაწილეებს ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით „გადადგეს პუტინი“, „მკვლელობის დამკვეთი უნდა დაიჭირონ“. დემონსტრანტებს შორის იყვნენ რუსი ოპოზიციონერები, ილია იაშინი, ვლადიმირ კარა-მურზა, მიხაილ კასიანოვი.

ხუთი წელია, წინ მოკლული პოლიტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება რუსეთის სხვა ქალაქებშიც. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს.