მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებს მსოფლიო ლიდერები არ დაესწრებიან
მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებს მსოფლიო ლიდერები არ დაესწრებიან

მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მსოფლიო ლიდერები არ დაესწრებიან. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეკითხვაზე, ელოდებიან თუ არა 9 მაისს რუსეთში უცხოელ ლიდერებს, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მოკლედ უპასუხა: „არა“. მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს გამარჯვების დღის საზეიმო ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერები არ დაუპატიჟებია.

2018 წელს 9 მაისის ღონისძიებებს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაესწრნენ. 2017 წლის 9 მაისს მოსკოვში მოლდოვას პრეზიდენტი იგორ დოდონი იმყოფებოდა, 2016 წელს – ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი.

2015 წელს წითელ მოედანზე გამარჯვების დღის 70-ე წლისთავი აღინიშნებოდა, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე პირველი პირი ესწრებოდა, თუმცა უკრაინის კონფლიქტის გამო ევროკავშირის არცერთი ქვეყნის ლიდერი მოსკოვში არ ჩასულა.