მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართა
მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართა

მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. „როიტერის“ ინფორმაციით, აქტივისტ ანასტასია შევჩენკოს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო მისი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საპროტესტო აქციებზე პოლიციამ შვიდი დემონსტრანტი დააკავა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება არაერთ სასტიკ დანაშაულს ჩადის. შევჩენკო მოძრაობა „ღია რუსეთის“ წევრია. „ღია რუსეთი“ კრემლის კრიტიკოსისა და ყოფილი ნავთობმაგნატის, მიხაილ ხადარკოვსკის მიერ არის დაფუძნებული. რუსი აქტივისტი „არასასურველ“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით იანვარში დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

უფლებადამცველები და ლობისტური ჯგუფები, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ, რუსეთში ზემოქმედებას განიცდიან. 2015 წელს ამოქმედებული კანონი „არასასურველ“ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობას უკრძალავს.