მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანი - ანანიძემ ნდობა ვერ დაინახა
მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანი - ანანიძემ ნდობა ვერ დაინახა
ჯანო ანანიძის მოსკოვის „სპარტაკიდან“ წასვლაზე მისმა თანაგუნდელმა და მეგობარმა გიორგი ჯიქიამ ილაპარაკა. მოსკოვური გუნდის კაპიტანმა გამოცემა „ჩემპიონატთან“ ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს მწვრთნელებისგან ნდობა აკლდა.
 
„ჯანოს წასვლას ძალიან განვიცდი. მან ვერ დაინახა ის ნდობა, რომელსაც დიდი ხანი ელოდა. ფეხბურთელი, რომელიც ექვსიდან ხუთი თამაში სკამზე ზის და შემდეგ მხოლოდ 20 წუთი თამაშობს, ყოველთვის თავის შანსს ელის, რომ მოგვიანებით მოედანზე მინიმუმ ერთი ტაიმი მაინც შეუშვან. ეს ძალიან რთულიცაა და დამთრგუნველიც. თავის გამოჩენის შანსი რომ მიეცათ, ჯანო ამას აუცილებლად მოახერხებდა“ – ამბობს ჯანო ანანიძე.
26 წლის გიორგი ჯიქია რუსეთში გაიზრდა, 2017 წლიდან ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მცველია. მოსკოვის „სპარტაკში” 2017 წელს გადავიდა, ორი წლის შემდგე კი გუნდის კაპიტნად აირჩიეს.
დატოვე კომენტარი