მოსკოვის მერი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ 33 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ 33 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, აქედან ოთხი – თავდასხმის განხორციელების მცდელობისას.
სობიანინის თქმით, თავდასხმები მოსკოვისა და ზელენოგრადის მიმართულებით განხორციელდა, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ ყოფილა და არც დაშავებულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშობდნენ.
თავდასხმის ფონზე მოსკოვის ყველა აეროპორტმა – შერემეტიევომ, ვნუკოვომ, დომოდედოვომ და ჟუკოვსკიმ დროებით მუშაობა შეაჩერა. ასევე, ფრენები შეწყდა მიმდებარე რეგიონების აეროპორტებშიც.
ამასთან, მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში თავდასხმისას უპილოტო აპარატებმა ერთ-ერთ ქარხანას დაარტყეს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელია.