მოსკოვის „ლოკომოტივს“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს
მოსკოვის „ლოკომოტივს“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს

სუპერტალანტი, რომელიც სიომინმა „ლოკომოტივის“ სატრანსფერო კომიტეტში წარადგინა, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიაზე ინფორმაცია გამოცემა „სპორტ-ექსპრესმა“.

გამოცემა ამტკიცებს, რომ მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა გუნდში კიდევ ერთი ქართველის მიყვანა გადაწყვიტა, რომელიც თავდამსხმელია. გამოცემის ცნობით, ამ წინადადებით „რკინიგზელთა“ მთავარი მწვრთნელი „ლოკომოტივის“ სატრანსფერო კომიტეტის შეხვედრაზე გამოვიდა.

„ეს არის ახალგაზრდა ქართველი სუპერტალანტი, რომელიც ახლა „რუსთავში“ თამაშობს. მას ასევე შეუძლია ნახევარდაცვაში თამაში. ხვიჩა კვარაცხელია 17 წლისაა და თბილისის „დინამოს“ აკადემიის გაზრდილია. „რუსთავში“ კი 2018 წელს, მარტში გადავიდა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო transfermarkt.com მისი ტრანსფერის შესაძლო ღირებულებას 350 ათას ევროდ აფასებს. კვარაცხელიაზე ძალიან პოზიტიური გამოხმაურებებია – იგი საქართველოში სუპერტალანტად ითვლება”,- წერს სპორტული გამოცემა.

დატოვე კომენტარი