მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელსა და მენეჯმენტს შორის კონფლიქტია - ერთ-ერთი მიზეზი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერია
მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელსა და მენეჯმენტს შორის კონფლიქტია - ერთ-ერთი მიზეზი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერია

მოსკოვის „ლოკომოტივს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, მიზეზი კი გუნდის ქართველი დირექტორის, ვასილ კიკნაძის და მწვრთნელის, იური სიომინის დაპირისპირებაა, მათი კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გახდა – ინფორმაციას რუსული გამოცემა „სპორტ დეილი“ ავრცელებს.

გამოცემა ამ კონფლიქტის წინაპირობაზე წერს, საიდანაც გასაგები გახდა, რატომ არ ათამაშებდნენ 2019 წლის შემოდგომაზე „ლოკომოტივის“ სასტრატო შემადგენლობში საქართველოს ნაკრების მცველს, საბა კვირკველიას.

„კიკნაძე შეუზღუდავი თავისუფლებით სარგებლობს. მან ისეთები გააკეთა, რაც თავში აზრადაც არავის მოუვა – მთავარი მწვრთნელს საკლუბო სასადილოში წარუდგინა ბრაზილიელი მურლიო (მას კვირკველიას ადგილზე ათამაშებდნენ), რომელსაც სიომინი არც იცნობდა,“ – ვკითხულობთ წერილში.

„სპორტდეილის“ ცნობით, კიდევ სიომინსა და კიკნაძის მორიგი კონფლიქტი ხვიჩა კვარაცხელიას გამო მოხდა – „ასევე არავის მოუვა თავში აზრად მწვრთნელთან შეუთანხმებლად ფეხბურთელის გაყიდვა, როგორს ეს ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა. ამის გამო სიომინს ცრემლებიც კი წამოუვიდა,“ – წერს „სპორტდეილი“.