მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი საბა კვირკველიაზე - ჯერ ისეთ ფორმაში არ არის, რომ ითამაშოს
მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი საბა კვირკველიაზე - ჯერ ისეთ ფორმაში არ არის, რომ ითამაშოს
რუსულ პრემიერლიგაში უკვე ხუთი ტური მიილია, საბა კვირკველია კი მოედანზე დღემდე არ გამოჩენილა. ბოლო შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივმა“ „ურალი“ 4:0 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების მცველი კი ისევ სათადარიგოებში იჯდა.
 
ამ შეხვედრის შემდეგ „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელს, იური სიომინს ქართველი ლიდერის თაობაზე  კითხვა დაუსვეს, როდის უნდა ველოდოთ მოედანზე კვერკველიას დაბრუნებას.
„ვფიქრობ, კვირკველიას კიდევ ერთი-ორი კვირა მაინც დასჭირდება მოედანს რომ დაუბრუნდეს. საბა ჯერ კიდევ არ არის ისეთ კარგ ფორმაში, თამაში რომ შეძლოს“, – ამბობს იური სიომინი.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქართველი მცველი წინა სეზონის ბოლოს დაშავდა და მას შემდეგ ვერც კლუბს ეხმარება და საქართველოს ნაკრების ივნისის შეხვედრებიც გამოტოვა.