მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი - საბა კვირკველია ფორმაში ჯერ არ არის
„რა ხდება საბა კვირკელიას თავს?“ – ეს კითხვა გამოცემა „სოვეტსკი სპორტის“ ჟურნალისტმა მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურ დირექტორს, ვასილ კიკნაძეს დაუსვა.
რუსეთის პრემიერლიგაში ექვსი ტური ჩატარდა, მაგრამ მოსკოვის „ლოკომოტივის” ბოლო წლების ერთ-ერთი ლიდერი საბა კვირკველია გუნდის შემადგენლობაში არ ჩანს. იმის მიუხედავად, რომ ქართველი ლეგიონერი ტრავმისგან განიკურნა, მაგრამ ახალ სეზონში მოედანზე წამიც არ გაუტარებია.
„პირადად მე მის მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველოდები. ზოგადად, ცენტრალური მცველის პოზიცია „ლოკომოტივში“ კარგადაა დაკომპლექტებული. სამწვრთნელო შტაბს შეუძლია მრავალფეროვანი ვარიანტი გამოიყენოს. ეს დამოკიდებულია მეტოქეზე, მატჩების გრაფიკზე, მოთამაშეთა ფიზიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ შემადგენლობის შესახებ ყველა შეკითხვა სიომინის კომპეტენციაშია. საბოლოო გადაწყვეტილებას ის იღებს, მათ შორის კვირკველიას შესახებაც“, – ამბობს ვასილ კიკნაძე გამოცემასთან საუბარში.
საკითხზე კომენტარი გააკეთა „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმაც.
„ოპტიმალურ კონდიციებში შესვლა დღემდე ვერც მოთამაშეთა ნაწილმა მოახერხა, მათ შორის, კვირკველიამ”, – ასე უპასუხა Match Premier-ის ეთერში ქართველზე კითხვას მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა.