მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი - კვირკველია ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ითამაშებს
მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი - კვირკველია ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ითამაშებს

მოსკოვის „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო შტაბმა ის 22 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. მათ შორის საბა კვირკველიაც არის.

სამწუხაროდ, კვირკველია, რომელიც საქართველოს ნაკრებს სექტემბრის შეხვედრებში ვერ დაეხმარა, ჯერ ვერც ევროსარბიელზე ითამაშებს. ამის შესახებ „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა განაცხადა.

„კვირკველია ფეხების ტრავმას კიდევ მკურნალობს. ის ჯერ მზად არ არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ბაიერის“ წინააღმდეგ ითამაშოს“, – ამბობს სიომინი.

ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს მოსკოველები 18 სექტემბერს სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ. ჯგუფში „ლოკომოტივის“ სხვა მეტოქეები არიან „იუვენტუსი“ და მადრიდის „ატლეტიკო“.