მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიას ამბავი მტკივნეული გაკვეთილია
მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიას ამბავი მტკივნეული გაკვეთილია

მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ გამოცემა „ჩემპიონთან“ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინში“ გადასვლაზე ილაპარაკა. 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ყაზანელებთან კონტრაქტი ზაფხულში – თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმა.

„ხვიჩა ჩვენთან კარგად იყო. ამაში ეჭვი არც ერთი წამით არ შემაქვს. ვერ ვიტყვი, რომ გასულ სეზონში მის მიერ ჩატარებულმა შვიდი მატჩმა ცალსახად ჩამოაყალიბა აზრი, რომ ეს არის კლუბის მომავალი. მას ვთავაზობდით 1+3 ხელშეკრულებას. ჩემი პრეტენზია აგენტთან დაკავშირებით ისაა, რომ სატრანსფერო ფანჯარის დახურვამდე ერთი თვით ადრე, ჩვენ მას პირობებზე შევთანხმდით და რომ ხვიჩა ლოკომოტივში დარჩებოდა. მე სატელევიზიო ბიზნესიდან გამოვედი, სადაც ხელის ჩამორთმევა შეთანხმებას ნიშნავს“, – ამბობს ვასილ კიკნაძე, რომელიც გამოცემა „ჩემპიონატის“ რედაქციას სტუმრობდა.

მოსკოველთა ერთ-ერთი თავკაცი არ მალავს, რომ პრეტენზია საკუთარ თავთანაც აქვს: „ჩვენ კვარაცხელიას დასატოვებლად სწრაფი ნაბიჯები არ გადავდგით. აუცილებელი იყო, რომ აგენტს საფეხბურთო კლუბ „რუსთავთან“ ემუშავა. მაგრამ ყველაფერი გაიწელა, ტრანსფერების დახურვამდე სამი დღით ადრე კი „რუბინი“ გამოჩნდა. ჩვენ ამ დროს მივიღეთ ისეთი კონტრშეთავაზება, რომელიც წინასწარ შეთანხმებას არ შეესაბამებოდა. უარი ვუთხარი და ხვიჩა წავიდა. ეს ჩემთვის მტკივნეული, მაგრამ საჭირო გაკვეთილია. გულწრფელად ვუსურვებ ხვიჩას წარმატებას, მის მიმართ კარგი დამოკიდებულება მაქვს. იმედია, რომ წარმატებას მიაღწევს. ცხოვრება აჩვენებს, იყო თუ არა ეს სწორი ნაბიჯი“.