მოსკოვის „ლოკომოტივი“ საბა კვერკველიას ტრანსფერს უარყოფს
მოსკოვის „ლოკომოტივი“ საბა კვერკველიას ტრანსფერს უარყოფს

მოსკოვის “ლოკომოტივის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ანატოლი მეშჩერიაკოვი საბა კვირკველიას ტრანსფერზე აგორებულ ხმებს კატეგორიულად უარყოფს. რუსული პრემიერლიგის ჩემპიონის თავკაცმა განაცხადა, რომ გუნდი ლიდერს არ ყიდის.

„კლუბის ხელმძღვანელობა კვირკველიას ტრანსფერზე მოლაპარაკებას არავისთან აწარმოებს და ამას არც უახლოეს პერიოდში გეგმავს. ყველა ინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს ამის თაობაზე ვრცელდება, ეს არის სურვილი, მაგრამ ვინც ამას ამბობს, ბოლომდე ვითარება არ ესმის”, – ამბობს მეშჩერიაკოვი.

შეგახსენებთ, რომ “ლესტერმერკურიმ” ჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერლიგელი “ლესტერი” კვირკველიას საფასურად “ლოკომოტივს” 17 მილიონ ევროს იხდიდა. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის კომენტარის გავრცელების შემდეგ, გამოცემამ საკუთარი ინფორმაცია თავადვე უარყო.

რუსული გამოცემა “ჩემპიონატის” ცნობით, კვირკველიას მოსკოვის “ლოკომოტივთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.