მოსკოვის „ლოკომოტივი“ ქართველს ჩააბარეს - საბა კვირკველია სიახლემ გაახარა
მოსკოვის „ლოკომოტივი“ ქართველს ჩააბარეს - საბა კვირკველია სიახლემ გაახარა

საბა კვირკველიას championat.com-მა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ქართველმა არაერთ საინტერესო თემაზე ილაპარაკა.

საქართველოს ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველმა კომენტარი გუნდის ხელმძღვანელად ქართველის დანიშვნაზეც გააკეთა.

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილება მოხდა – გუნდის გენერალურ დირექტორად ტელეწამყვანი, სპორტული კომენტატორი ვასილ კიკნაძე დაინიშნა, რომელიც რუსეთში საქმიანობდა

„ახალ გენერალურ დირექტორს ქართული ფესვები აქვს. რა თქმა უნდა, ეს კარგის ნიშანია, რადგან ყველამ იცის, რომ ქართველებს „ლოკომოტივისთვის“ მხოლოდ გამარჯვებები მოაქვთ. როგორც მინიმუმ, ევროპალიგის საგზურს მაინც მოვიპოვებთ, თუმცა მთავარი მიზანი მაინც ჩემპიონობაა. ვასილი კიკნაძის შესახებ ვიცი მხოლოდ ის, რომ მას ყველა პატივს სცემს. მას უყვარს „ლოკომოტივი“ და გულით სურს, რომ წარმატებებს მივაღწიოთ. ჩვენ გვჯერა მისი. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, – ამბობს კვირკველია.