მოსკოვის გრან პრიზე სანდრო ბაზაძე რვა საუკეთესოს შორის მოხვდა
მოსკოვის გრან პრიზე სანდრო ბაზაძე რვა საუკეთესოს შორის მოხვდა

რუსეთის დედაქალაქი ხმლით ფარიკაობაში გრან პრის მასპინძლობს. ტურნირზე კაცებში საქართველოს ღირსებას 3 სპორტსმენი იცავდა. ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი შეჯიბრს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშნენ. სანდრო ბაზაძე, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში მე-13 ადგილზეა, პირველობაში ძირითადი ეტაპიდან ჩაერთო. მან ჯერ რუსი ანატოლო კოსტენკო 15-13 დაამარცხა, შემდეგ ასევე რუსს, ბორის სავიჩს 15-8 სძლია. T 16-ში ბაზაძემ ანგარიშით 15-10 უნგრელ არონ სზილაგს მოუგო და საუკეთესო 8 მონაწილეს შორის მოხვდა. მეოთხედფინალში ქართველი მოფარიკავე იტალიელ ლუკა კურატოლის დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ბაზაძე გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ორთაბრძოლისას მცირე ტრავმა მიიღო, რამაც მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა. საბოლოოდ იტალიელმა ანგარიშით 15-12 გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში გასვლით ქართველმა მოფარიკავემ მნიშვნელოვანი ქულები დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციისა და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში ორშაბათიდან უკეთეს პოზიციაზე იქნება.

რუსეთის გრან პრიზე 209 მოფარიკავემ იასპარეზა.