მოსკოვის „დინამოში“ ახალი სულაქველიძე გამოჩნდა - სამტრედიაში გაზრდილმა საბა საზონოვმა სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT 
მოსკოვის „დინამოში“ ახალი სულაქველიძე გამოჩნდა - სამტრედიაში გაზრდილმა საბა საზონოვმა სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT 

რუსეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი მოსკოვის „დინამო“ საგზაფხულო ეტაპისთვის ყატარში ემზადება და შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრა ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გუნდთან 12:0 მოიგო.

ეს ჩვენთვის საინტერესო არ იქნებოდა, რომ არა ამ გუნდში მოხმდარი საინტერესო ამბები – მოსკოველთა შემადგენლობაში გამოჩნდა რუსებისთვის უჩვეულო სახელის და გვარის მქონე ფეხბურთელი საბა საზონოვი, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა 78-ე წუთზე ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

ეს მისთვის პირველი ლამაზი გოლი არაა. საბა საზონოვი 2020/21 წლების სეზონში „ზენიტი 2-ის“ საუკეთესო გოლის ავტორად აღიარეს. საბა 19 წლისაა. ტანმაღალი (194 სმ) ცენტრალური მცველი მაღალია. დედამისი, ნინო ნიშნიანიძე წარმოშობით სამტრედიელია და პროფესიონალი ფრენბურთელი გახლდათ – კლუბ „ჯეკოს“ მოთამაშე. შვილიც ქართული სახელით მონათლა. ხუთი წლის ასაკში საზონოვი სკოლაში საქართველოში შევიდა. 6 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად რუსეთში გადავიდა და პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა „სმენაში“ დაიწყო ვარჯიში.

მისი დებიუტი „ზენიტის“ ახალგაზრდულ გუნდში 2019 წლის 1 მარტს „ურალის“ წინააღმდეგ შედგა. 2021 წლის 16 მაისს, „ტამბოვის“ წინააღმდეგ სტუმრად მოგებულ მატჩში (5:1) კი სადებიუტო შეხვედრა „ზენიტის“ ძირითად გუნდში რუსეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში ჩაატარა.

2021 წლის ივნისიდან ის მოსკოვის „დინამოში“ სინჯებზე მივიდა და შეკრებაზე ჩატარებული რამდენიმე ამხანაგური თამაშის შემდეგ 2021 წლის 9 ივლისს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„დედა ქართველია, მამა – რუსი. ბავშვობაში საქართველოში ხშირად ჩავდიოდი. ამის გამო მშობლების მადლიერი ვარ. საქართველოში ბევრი კარგი რამ ვისწავლე – უპირველესად უფროსებისა და ოჯახური ტრადიციების პატივისცემა. დღეს ეს ახალგაზრდებში არ შეიმჩნევა. ქართველი და რუსი მშობლებიდან ყველაფერი საუკეთესო ავიღე“, – ეს საზონოვმამატჩ ტვ-სთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც თავად ამბობს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდნენ:

„რუსეთის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. მიწვევამდე საქმე არ მისულა, მაგრამ რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს, რადგან რუსული საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ვარ“.

დავუბრუნდეთ „დინამოს“ ყატარულ გუნდთან მატჩს. მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა სანდრო შვარცმა უჩვეულო შემადგენლობა დააყენა – მოედანზე პირველივე წუთებიდან სამი ახალწვეული გამოჩნდა, მათ შორის იყო „დინამო-2-ის“ მოთამაშე გიორგი სულაქველიძე.

გიორგი 20 წლისაა. ამპლუით შემტევი ნახევარმცველი საფეხბურთიო სკოლა „ხიმკის“ აღზრდილია. გასული სეზონი „დინამოს“ დუბლებში ჩაატარა და გუნდი დატოვა, მაგრამ ზაფხულში დაბრუნდა ახლა შანსი მთავარ გუნდშიც მიეცა.