მოსკოვის 14 სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების  ევაკუაცია განხორციელდა
მოსკოვის 14 სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების  ევაკუაცია განხორციელდა

მოსკოვში, 14 სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით, ევაკუაციის მიზეზი უკრაინიდან განხორციელებული ზარი იყო.

უცნობმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში მდებარე რამდენიმე ობიექტი დანაღმულია.

სამართალდამცავებმა  სულ 6000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. შენობაში შესასვლელი პოლიციამ გადაკეტა.

რუსეთის კანონმდებლობით, შენობების დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორს 10 წლის პატიმრობა ემუქრება.