მოსკოველთა ექს-დირექტორი აღიარებს - „ლოკომოტივმა“ კვირკველია 15 მილიონადაც არ გაყიდა
 მოსკოველთა ექს-დირექტორი აღიარებს - „ლოკომოტივმა“ კვირკველია 15 მილიონადაც არ გაყიდა

„ჩვენ გვქონდა წინადადება საბა კვირკველიაზე – 15 მილიონი ევრო. მაგრამ არ გავტყიდეთ“ – ეს „სპორტ-ეკსპრესთან“ მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ილია გერკუსმა განაცხადა.

რუსულ გამოცემასთან გერკუსმა 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი გაიხსენა და საქართველოს ნაკრების მცველის არშემდგარი ტრანსფერი ამ კონტექსტში ახსენა: „2018 წლის ზაფხულში შეგვეძლო, მოთამაშეები დააახლოებით 50 მილიონი ევროდ გაგვეყიდა. მაგრამ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდი გაგვეძლიერებინა და უპირველესად, საჩემპიონო შემადგენლობა უნდა შეგვენარჩუნებინა. ეს იყო მთავარი მწვრთნელის დაჟინებული მოთხოვნა. საბა კვირკველია დაცვის საკვანძო მოთამაშეა და მწვრთნელი მის გაყიდვას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა. რა უნდა გვექნა, მაინც გაგვეყიდა? მერე ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერ წარუმატებლობა ამ კონკრეტულ ამბავს დაუკავშირდებოდა. ამიტომ საბა დარჩა“ – ამბობს გერკუსი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში ბრიტანული და რუსული გამოცემები წერდნენ, რომ საბა კვირკველიას ტრანსფერით ინგლისის პრემიერლიგის გუნდი –  „ლესტერი“ დაინტერესდა.