მოსიაშვილის „ტობოლმა“ ევროსაგზური მოიპოვა, აშორტიამ საგოლე გადაცემა შეასრულა - შენგელია საბერძნეთში გააძევეს #1TVSPORT
მოსიაშვილის „ტობოლმა“ ევროსაგზური მოიპოვა, აშორტიამ საგოლე გადაცემა შეასრულა - შენგელია საბერძნეთში გააძევეს #1TVSPORT

საბერძნეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიას ოფი „კიფისიასთან“ შინ 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მოთამაშეს 43-ე წუთზე წითელი ბარათი აჩვენეს და მოედანი დატოვებინეს. ლუკა გუგეშაშვილის პაოკ-ი კი „ასტერასს“ დაუზავდა – 3:3. ქართველ მეკარეს კვლავ არ უთამაშია.

უზბეკეთის სუპერლიგაში ანდრო გიორგაძისა და შოთა გვაზავას „კოკანდი“ – ნიკოლოზ მალისა და იმედა აშორტიას „ბუნიოდკორს“ დაუპირისპირდა – 2:2. სტუმრებმა 88-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, გოლი კი აშორტიას გადაცემით გავიდა. ოთხიოვე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ცოტნე მოსიაშვილის „ტობოლმა“ შინ „ქაისარს“ 1:0 სძლია, სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მესამე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა. ქართველმა ნახევარმცველმა 86 წუთი ითამაშა.