მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - ქვილითაია მალე ითამაშებს #1TVSPORT
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - ქვილითაია მალე ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია, რომელიც თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ შეხვედრაში დაშავდა, შესაძლოა, მოედანს უკვე მიმდინარე სეზონშიც დაუბრუნდეს, რადგან ტრავმა მოსალოდნელზე ნაკლებად რთული აღმოჩნდა.

„გიორგი ქვილითაიამ დროის ათვლა დაიწყო, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს. წლევანდელ სეზონში „აპოელის“ ერთ-ერთ მთავარი საკვანძო ფიგურა „ანორთოსისთან“ ჩემპიონატის წინა ტურის მატჩში დაშავდა და ცნობილი იყო, რომ მომდევნო შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარებოდა. ქართველმა თავდამსხმელმა ყველაფერი გააკეთა, რომ მოტეხილობა მალე მოერჩინა და როგორც ჩანს, ეს მოახერხა. სავარაუდოდ, ის მალე ითამაშებს, რადგან ქვილითაიამ „აპოელს“ აცნობა, რომ მალე დაბრუნდება“, – წერს გამოცემა „კერკიდა“.

გამოცემა „პროტატლიც“ ამავეს ამტკიცებს: „გიორგი ქვილითაიას გამოჯანმრთელება ძალიან კარგად მიდის და მოვლენები იმაზე უკეთესად ვითარდება, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდნენ. ფაქტობრივად, დიდი ალბათობაა, რომ ქართველი მხოლოდ რამდენიმე მატჩს გამოტოვებს – ეს იქნება მნიშვნელოვანი დაბრუნება სოფრონის ავგუსტისის გუნდისთვის. სიმართლე ის არის, რომ ქვილითაია აკლია „აპოელს“, რადგან გუნდში არ არის მისი სრულფასოვანი შემცვლელი. ეს უკვე გამოჩნდა“.