მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეთორმეტეა

16:21, 21.03.2019
MOSCOW, RUSSIA - NOVEMBER 18: Moris Kvitelashvili of Georgia performs in the Gala Exhibition during day 3 of the ISU Grand Prix of Figure Skating, Rostelecom Cup 2018 at Arena Megasport on November 18, 2018 in Moscow, Russia. (Photo by Joosep Martinson - International Skating Union (ISU)/ISU via Getty Images)

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში დღეს მამაკაცებმა მოკლე პროგრამა წარმოადგინეს. მორის ყვითელაშვილი მეოთხე ჯგუფში მეცხრამეტე ნომრად გამოვიდა. ჯამში მან 82.67 ქულა დააგროვა და მეთორმეტე პოზიცია დაიკავა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, ნათან ჩენი 107.40 ქულით გავიდა. ჩენის თანამემამულე, ჯეისონ ბრაუნი 96.81 ქულით მეორე იყო. მესამე შედეგი იაპონელმა იუჟურუ ჰანიუმ აჩვენა. მის ანგარიშზე 94.87 ქულაა.

დღესვე წყვილებმა თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. მოკლე პროგრამის ლიდერმა რუსმა წყვილმა, ევგენია ტარასოვასა და ვლადიმერ მოროზოვის შემადგენლობით, 228,47 ქულით ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა. ოქროს მედალი ჩინელებს ვეიჯინგ სუსა და კონგ ჰანს ხვდათ წილად. მათ 234,84 ქულა დააგროვეს. მესამე საპრიზო პოზიციაზე კი 217,98 ქულით რუსები ნატალია ზაბიაკო და ალექსანდრე ენბერტი გავიდნენ.

ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოცეკვავე წყვილები რიტმულ ცეკვას, ქალები კი თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ.

მსგავსი