მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამა წარმოადგინა (ვიდეო)

10:00, 16.02.2018

მორის ყვითელაშვილმა კანინში, ფიგურული ციგურაობის დარბაზში მოკლე პროგრამა წარადგინა და 76,56 ქულა მიიღო, რაც მისი სეზონის საუკეთესო შედეგზე თითქმის 10 ქულით ნაკლებია.

ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამა მაიკლ ბუბლის – Feeling Good-ზე შეასრულა.

მამაკაცთა შორის ფიგურულ სრიალში პრიზიორები ხვალ, თავისუფალი პროგრამის შესრულების შემდეგ გამოვლინდებიან. მორისი იმ 24 სპორტსმენში მოხვდა, რომლებიც ხვალ თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ. მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე 22-ე ადგილზეა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე

მსგავსი