მორის ყვითელაშვილის პირველი ოქროს მედალი ახალ სეზონზე
მორის ყვითელაშვილის პირველი ოქროს მედალი ახალ სეზონზე

წელს პირველად გაიმართა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელის, 2018 წელს ტრაგიკულად დაღუპული, ცნობილი ყაზახი მოციგურავის, დენის ტენის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 17 ქვეყნის 63 მოციგურავე მონაწილობდა.

„დენის ტენის მემორიალზე“ ვაჟთა ერთეულების კატეგორიაში ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც ახალ სეზონზე თავისი ახალი მოკლე და თავისუფალი პროგრამები უკვე მეორედ წარმოადგინა და ქულათა საერთო ჯამით 244, 98  პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

წყარო – ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია