მორის ყვითელაშვილმა მოსკოვის გრანპრის მოკლე პროგრამაში მეორე ადგილი დაიკავა [ვიდეო]

წარმატებით დაიწყო მოსკოვის გრანპრიზე გამოსვლა ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა. მან მოკლე პროგრამაში 89.94 ქულა დააგროვა და მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ იუზურუ ჰანიუს ჩამორჩა, რომელმაც 110.53 ქულა აიღო.

ყვითელაშვილმა თავისი მეორე ადგილით ბევრ ცნობილ მოციგურავეს გაუსწრო, მათ შორის რუსეთის ნაკრების ლიდერს მიხაილ კოლიადას, რომელმაც მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა.~