მორის ყვითელაშვილი მოსკოვის გრან-პრიზე მე-9 ადგილზე გავიდა
მორის ყვითელაშვილი მოსკოვის გრან-პრიზე მე-9 ადგილზე გავიდა

ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში მიმდინარე გრან-პრის სერიის მე-5 ეტაპზე ასპარეზობა დაიწყო.

ყვითელაშვილი „მეგასპორტ არენაზე“ დღეს მოკლე პროგრამით წარსდგა და 75.87 ქულით მე-9 პოზიციაზე გავიდა. ყინულზე ვაჟთა შორის სულ 9 ქვეყნის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. ყვითელაშვილმა ნაჩვენები შედეგით ამერიკელ, აზერბაიჯანელ და ებრაელს მოციგურავეებს აჯობა. პირველი სამეული რუსმა სპორტსმენებმა დაიკავეს. საუკეთესო შედეგი ალექსანდრ სემერინს (91.81) აქვს.

აღნიშნული ტურნირი მორის ყვითელაშვილისთვის, საფრანგეთში ორი კვირის წინ გამართული შეჯიბრის შემდეგ მეორე ეტაპია. გრენობლში ქართველმა სპორტსმენმა 9 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გავიდა

მორის ყვითელაშვილი თავისუფალი პროგრამით მოსკოვის გრან-პრიზე ხვალ, 16 ნოემბერს წარსდგება.

დატოვე კომენტარი