მორიგი სენსაცია - მექსიკამ გერმანია დაამარცხა (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე „F“ ჯგუფი გერმანიისა და მექსიკით მატჩით გაიხსნა. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონისგან ყველა გამარჯვებას ელოდა, თუმცა მექსიკელები სხვაგვარად ფიქრობდნენ.

სამხრეთ ამერიკელებმა პირველ ტაიმში თამაში სწრაფ კონტრ შეტევებზე ააწყვეს და შეტევის მარცხენა ფლანგიდან სახიფათო ეპიზოდებს ხშირად ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში დაშვებული შეცდომების გამო გოლის გატანა 35-ე წუთამდე ვერ მოახერხეს.

35-ე წუთზე მექსიკელებმა კვლავ სწრაფად შეუტიეს, ირვინგ ლოსანო ნოიერთან ერთი-ერთზე დარჩა და მატჩის პირველი და ერთადერთი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში „ბუნდესნაკრები“ ინიციატივას დაეუფლა და ანგარიშის გათანაბრებას მატჩის ბოლო წუთებამდე აქტიურად ცდილობდა, თუმცა მექსიკელები თავს კარგად იცავდნენ.

სამხრეთ ამერიკელებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს, ტურნირის მორიგი სენსაცია შემოგვთავაზეს და ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!