მორიგი საოცარი შეხვედრა - საფეხბურთო სეზონის დასწრების რეკორდი ბათუმში დამყარდა
მორიგი საოცარი შეხვედრა - საფეხბურთო სეზონის დასწრების რეკორდი ბათუმში დამყარდა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მიმდინარე სეზონში მაყურებლის დასწრების რეკორდი ბათუმში დამყარდა – „დინამო ბათუმისა“ „დინამო თბილისის“ მატჩი (რომელიც მასპინძლებმა ანგარიშით 3:2 მოიგეს) ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ გამორჩეული გახლდათ. დაპირისპირებას ხუთი ათასზე მეტი მაყურებელმა უყურებდა.

აქამდე რეკორდი ოთხი ათასი მაყურებელი იყო. ამდენი გულშემატკივარი დაესწრო „დინამო ბათუმისა“ და მოქმედი ჩემპიონის, „საბურთალოს“ შეხვედრას. თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრისას კი ხალხი ტრიბუნებზე ვერ დაეტია – ზოგიერთი თამაშს თვალს ადევნებდა მესერებიდან, სტადიონის ტერიტორიასთან დაყენებული სამშენებლო ტექნიკიდან, ზოგიერთი კი ანგისას ბაზაზე ხეეეზეც მოთავსდა.

მომხდარს ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.

„მორიგი საოცარი შეხვედრა, ბევრი გულშემატკივარი, ლამაზი მომენტები, გოლები და უამრავი ემოცია – ეს ქალაქი ბათუმია ! კლუბი კი ​„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ერთპიროვნული ლიდერი ბათუმის „დინამო“, – წერია ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე.